საქართველოში ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას.
მოვუწოდებთ ხელისუფლების შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”- წერია საელჩოს განცხადებაში.