მარშის მოწინააღმდეგეები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ

05 ივლისი 2021, 13:18 1066 ნახვა

"თბილისი პრაიდის" ოფისთან მარშის მოწინააღდეგეები მივიდნენ. ისინი ოფისში შეიჭრნენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა. 

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ოფისში განთავსებული ინვენტარი.

აქციის მონაწილეები აივანზე გამოვიდნენ, ლგბტ დროშა ჩამოხსნეს, დაწვეს და  საქართველოს დროშებს აფრიალებენ.

არსებული ინფორმაციით, ოფისში არავინ იმყოფება. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი