კრემლის ინფორმაციით რუსეთი ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არის

03 ივლისი 2021, 12:17 1390 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განაახლოს ყოვლისმომცველი დიალოგი ევროკავშირთან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება, ნორმალური და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის დაბრუნება ხელს შეუწყობს ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯანდაცვა, კლიმატის, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება,“- აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ამისთვის მზად არის, თუ ევროკავშირი გამოხატავს „ნამდვილ საპასუხო ინტერესს”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი