ზედა მახინჯაურში მცხოვრებლები მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ამბობენ, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, დაპირებაც მიიღეს, თუმცა უკვე 3 წელია 5 კილომეტრზე მეტი გზის გავლა ფეხით უწევთ.თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მდგომარეობას იცნობენ და საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ.