„ფაიზერით“ აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ - ამირან გამყრელიძე

02 ივლისი 2021, 17:47 1411 ნახვა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ცვლილება შესაბამის დადგენილებაში შევა. 

ფაიზერს“ აქვს ინსტრუქციაში 16 წლიდან ზემოთ აცრა, დღეს ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობა.

ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

ვიწყებთ „სინოფარმით“ და შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი