კანადაში რეკორდული სიცხის გამო ბოლო 3 დღეში 70 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა მოხუცები ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები არიან. სამართალდამცველების განცხადებით, მათი გარდაცვალების ხელშემწყობი ფაქტორი ჰაერის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა გახდა.
გუშინ კანადის სოფელ ლიტონში ცელსიუსით 49 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.
რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს ჰაერის ტემპერატურა შეერთებული შტატების ქალაქებში - პორტლენდსა და სიეტლში.