ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს

30 ივნისი 2021, 10:50 6819 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.  სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განმარტებით, მიზეზი შენობაში მიმდინარე ტექნიკურ-საინჟინრო სამუშაოებია. 

კლინიკაში კონდინცირება გამართულად ვერ ხდებოდა, რის გამოც შენობა დაცალეს. პაციენტების ნაწილი ''მედცენტრში'' გადაიყვანეს, ნაწილი კი სხვა კოვიდმიმღებ კლინიკებში მოათავსეს. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოში ნაკლები პაციენტი ყავდათ, ამიტომ სამუშაოების ჩასატარებლად ეს დრო აირჩიეს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. 

''დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, ელექტრო-გაყვანილობის გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა პერიოდი, როცა კლინიკაში, პაციენტების მცირე რაოდენობა იმყოფებოდა. მოხდა პაციენტების გადანაწილება და მათ მიეწოდებათ სრული სამედიცინო სერვისი'' - აღნიშნულია სამინისტროს წერილობით განმარტებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი და პსრ ტესტირება  არ შეჩერებულა.

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 2020 წლის 16 აპრილს გაიხსნა, როგორც ცხელების ცენტრი. მოგვიანებით კი კოვიდკლინიკა მოეწყო. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი