მოსამართლეების შერჩევის პროცესი

29 ივნისი 2021, 19:13 292 ნახვა

მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატებზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმ ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს, რომელმაც დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს. ჯგუფში მუშაობაზე უარს ამბობს ოპოზიცია. პარტიები ითხოვენ, რეფორმის დასრულებამდე დანიშვნის პროცესი შეჩერდეს, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტშია ნათქვამი. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპონენტებისთვის  კარვების ფორმატში მუშაობა უფრო მოსახერხებელია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ორ კანდიდატს მოუსმინა. საკონკურსო სიაში კი 18 კანდიდატია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში