2023 წელს სხვადასხვა აქტორის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას - ეს განცხადება პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გააკეთა.
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს გასულ წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. განხილვა ამ წუთებშიც გრძელდება თუმცა ის მედიისთვის უკვე დახურულია. ლილუაშვილის განმარტებით სამსახურმა ყველა პრევენციული ღონისძიება გაატარა დესტრუქციული პროცესების თავიდან ასარიდებლად.