დარბეულია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი

01 ივნისი 2024, 12:05 301 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით 100-მდე შეიარაღებულმა „ტიტუშკამ“ პირდაპირი მნიშვნელობით დალეწა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შეჭრას.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში