პარტია „საქართველოსთვის“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

07 ივნისი 2024, 19:41 259 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ძალადობის მუქარის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. მათე ცენტერაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“  წინააღმდეგ ბრძოლისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო, მას ბოლო რამდენიმე დღეა ურეკავენ უცნობი პირები, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მისივე ინფორმაციით, მუქარის ავტორები ეუბნებიან, რომ იციან საცხოვრებელი სახლის მდებარეობა და გადაადგილების მარშრუტი. ორგანიზაციის  წევრებმა საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს დაარეგისტრირეს.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში