გიორგი მოსიაშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა

10 მაისი 2024, 20:08 531 ნახვა

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი და გირჩი TV-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს.

როგორც ცნობილია თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ბოლო ინფორმაციით, კი მოსიაშვილი ამ ეტაპზე თავისუფალია.

გიორგი მოსიაშვილი იმ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც დღეს გავრცელდა ერთ_ერთ ვებსაიტზე და რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ჩანაწერის მიხედვით, მოსიაშვილი აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან ერთად განიხილავს აქციის ძალადობრივ გეგმას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი