ნინოწმინდის პანსიონის საქმე-შეხვედრა საპატრიარქოში

29 ივნისი 2021, 17:42 949 ნახვა

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება. საპატრიარქოში პანსიონში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა, მასში საპატრიარქოს წარმომადგენელობთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა, ევროკავშირის ელჩმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ დაწყებულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამჭვირვალობის შენარჩუნებაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი