ოპოზიცია აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის მასშტაბით მიწის ნაკვეთების აუქციონის წესით მასობრივი გასხვისება დაიწყო.
რეზო ხარაზის მტკიცებით, სახელმწიფო მიწების პრივატიზების ერთ-ერთი მიზანი მიწების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული ბიზნესმენებზე მიყიდვაა. იგი არ გამორიცხავს, რომ ერთდროულად რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაყიდვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაანონსებული ბიუჯეტის შესავსებად გადაწყვიტა.
ბრალდებაზე განმარტებას შესაბამისი უწყებისგან ველოდებით.