პრეზიდენტის განკარგულება

17 ნოემბერი 2016, 00:00 3180 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის შემდეგ ახლა უკვე მე-4 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უნდა დანიშნოს. დღეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიამ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. 5 პროცენტიანი ბარიერი 4-მა საარჩევნო სუბიექტმა  გადალახა და უმაღლეს საბჭოში სულ  21 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება მეორე ტურს, აჭარაში ექსვივე ოლქში  “ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარმა კანიდატებმა გაიმარჯვეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეორე ტურში კენჭისყრაში ამომრჩეველთა 37-%-ი მონაწილეობდა, 8 ოქტომებრის არჩევნებზე კი რეგისტრირებული 308 ათას 506  ამომრჩევლიდან არჩევანი  163  ათას 419-მა მოქალაქემ  გააკეთა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი