მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

11 იანვარი 2025, 13:17 89 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ბაქოში დაგეგმილ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი, მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.

„მხარეებმა, კიდევ ერთხელ, დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.

 

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო, დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში