რამდენიმე წუთში ნინო ლომჯარიასთვის ბავშვთა პანსიონის კარი გაიღება. სახალხო დამცველი ნინოწმინდაში მიემგზავრება. ომბუდსმენს მასპინძლობას პანსიონის ახალი ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გაუწევს.
პანსიონში შესვლაზე თანხმობა ხანგრძლივი და უშედეგო მცდელობის შემდეგ ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელმა დაახლოებით 10 დღის წინ, თბილისში გამართულ შეხვედრაზე მისცა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა ბავშვთა მდგომარეობის გაცნობის მიზნით პანსიონში შესვლას, თუმცა უშედეგოდ.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი ჩასვლის შემდეგ ბავშვთა სახლში მონიტორინგი დაიწყება.