20 დღის შემდეგ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ახალ კანცლერს ირჩევს. ამ პოზიციაზე ნიკა ჩხარტიშვილია წარდგენილი, რომელიც ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პირველი მოადგილეა.
მანამდე ბსუ-ს კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი იყო, რომელიც სასწავლებლის წარმომადგენლობითი საბჭოს უმრავლესობამ ვადაზე 2 წლით ადრე გადააყენა.