პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიის პირველკურსელებმა მეზღვაურის ფიცი დადეს.
ღონისძიება მეზღვაურის საერთაშორისო დღის კვირეულის ეგიდით გაიმართა, დილიდან მოეწყო სტუდენტების ტრადიციული მსვლელობა, გარდა ამისა საპრეზიდენტო და სხვა ჯილდოები გადაეცათ, გმირ და გამოცდილ ზღვაოსნებს.