ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

26 ივნისი 2021, 11:12 1966 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

ღონისძიებები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაგრძელდება.

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით ბათუმის ნავსადგურში, ფიცის დადების ცერემონია, გაიმართა. პირველკურსელების ტრადიციული ფიცი   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ მიიღო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში