ხულოს საკრებულოს სხდომა

24 ივნისი 2021, 18:23 1032 ნახვა

ცვლილება შევიდა ხულოს ბიუჯეტშიც. მიმდინარე წლის ფინანსური დოკუმენტი 17 მილიონამდე ლარით გაიზარდა. მატება აჭარის კაპიტალური და  სპეციალური ტრანსფერიდან მიღებულმა თანხამ განაპირობა.  გადაწყვეტიელბა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.  ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მერია ამორტიზებულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დამატებით 20 სახლს შეიძენს, რისთვისაც 400 ათას ლარს დახარჯავს. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, თუმცა აცხადებენ, რომ თვითმმართველობა  ბიუჯეტს ვერ აითვისებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში