საკრებულოს სხდომა ქედაში

04 თებერვალი 2025, 14:11 134 ნახვა

ქედაში საკრებულოს სხდომაზე მერიის სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის, ასევე  შესყიდვების სამსახურებმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  სამსახურმა გასულ წელს 9 მილიონზე მეტი ლარის შესყიდვები განახორციელა.

დღესვე ქედის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა.

სხდომაზე საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება ახალი სტატუსით ჩამოყალიბდა, რაც საკრებულოს წევრების თქმით, შესაბამისობაში მოვიდა საკანონმდებლო ცვლილებასთან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში