ქედის საკრებულოს სხდომა

28 მარტი 2025, 14:18 268 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის მერის გასული წლის მუშაობის ანგარიში მოისმინეს. როლანდ ბერიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს განვითარებული მეწყრული პროცესებისგან მიღებული ზარალის მიუხედავად, ქედის ბიუჯეტის შესრულება 95%-ია. მისივე თქმით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები.

მოხდა ძველი საცხოვრებლების ახლით შეცვლა, აშენდა სტადიონები, სკვერები, კეთილმოეწყო გზები და ჩატარდა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები. მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემებს. შეისყიდეს ორი ერთეული ტექნიკა.    

გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშით წარსდგა მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსიც და მოისმინეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, შპს ქედის კომუნალსერვისის, ასევე, მერიის ზედამხედველობის, საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ საქმიანობის შესახებ ანგარიშები.

სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.   

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში