ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებაში.
კერძოდ, საკრებულოს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეების’’ ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ.
კიდევ ორი საკითხი, რომელიც დაამტკიცეს, უძრავი ქონების გადაცემას ითვალისწინებს სოფელ ახალშენში, განთიადში, აჭარის აღმართში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. სხდომის მიმდინარეობის პარალელურად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი ორ წელზე მეტია საკრებულოს სხდომებზე დასწრებას უშედეგოდ ითხოვენ. მათ სურთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ხელვაჩაურის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების პრობლემები გააცნონ, როგორიცაა: დაბალი სოციალური ფონი, უსახლკარობა, წყალმომარაგების პრობლემა.
თორნიკე ქავთარაძე საუბრობს, ასევე სისტემურ კორუფციაზე, რომელიც მისი თქმით, ძველი და მოქმედი მერების მუშაობის პირობებში ფიქსირდება. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს.