შუახევის მერის 2024 წლის ანგარიში საკრებულოზე

28 მარტი 2025, 14:11 215 ნახვა

2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს  შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ. მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე. ისაუბრა წელს დაგეგმილ პროექტებზეც.

ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის უწყებებთან კოორდინირებულ მუშაობას.    

ომარ ტაკიძის განცხადებით, 2024 წელს განხორციელებული თითოეული პროექტი მოქალაქეების ინტერესებზე იყო მორგებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში