შვედეთში 16 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებს. მანამდე ვაქცინაცია 18 წელს ზევით იყო ხელმისაწვდომი. მოზარდების ვაქცინაცია შვეიცარიაც იწყებს. აქ აცრების გაკეთებას 12-დან 15 წლამდე მოქალაქეებიც შეძლებენ. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური სამმართველოს ცნობით, ვაქცინაცია კომპანია ფაიზერ-ბიონტეკ-ის პრეპარატით მიმდინარეობს.