მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 მილიონ 500 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმოს ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. წამყვანი