უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ

23 ივნისი 2021, 12:41 1201 ნახვა

გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს უცხოელი ექსპერტები ადგილზე სწავლობენ. ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი მედიისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაკეტილია. ექსპერტები არსებულ მდგომარეობას  შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები. კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ სახელდება. კახა სიხარულიძის განცხადებით,  ექსპერტების სურვილი იყო, რომ თავიანთი საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში