გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა

22 ივნისი 2021, 18:42 1789 ნახვა

ახალსოფელში მცხოვრებლები ცენტრალური გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტურისტულ სეზონზე მათი დასახლების მიმართ ვიზიტორთა ინტერესი მაღალია, მაგრამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით უკმაყოფილო ტურისტები აქ დასვენებაზე უარს ამბობენ. ადგილობრივები დღეს ახალსოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და  დაზიანებული გზის საფარი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მიშა ბოლქვაძის  ინფორმაციით, აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის მილიონამდე ლარის  ტენდერი გამოაცხადა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.  საგზაო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ კაპანდიბი-ახალისოფლის  გზის 3000 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას   უწყება უკვე ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი