აზერბაიჯანში 1-ელი ივლისიდან დასაშვები ხდება ქორწილების, ნიშნობების, დაბადების დღეებისა და სხვადასხვა წვეულების ორგანიზება.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 18 წლის ზევით ასაკის ყველა სტუმარი, რომელიც 50-დან 150 -კაციან ცერემონიალს დაესწრება, ვალდებული იქნება ფლობდეს მოწმობას, რომელიც ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნურია.
რაც შეეხება ღონისძიებას, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრება, სტუმრები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები გამოიყენონ, კოვიდპასპორტების წარდგენა კი არ მოეთხოვებათ.