კორონავირუსის ვარიანტი ''დელტა'' მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა

22 ივნისი 2021, 14:04 714 ნახვა

კორონავირუსის "ვარიანტი "დელტა" იგივე  "ინდური შტამი" მსოფლიოს 92 ქვეყანაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე განაცხადა.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან ის უფრო გადამდებია და მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები დაცვის სოციალურ ზომებს უგულებელყოფენ-აღნიშნა მან.  

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ შტამზე კონტროლის დამყარებისთვის მეტი დრო, ასევე ვაქცინაციის კარგი ტემპია საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში