2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, გრძელდება მასშტაბური პროექტები როგორიცაა: მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემის განვითარება, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა.
გაიზარდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 15 351 000 ლარით და 123 831 100 ლარს შეადგენს. გაიზარდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსება:
"აჭარაში არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება 3 600 000 ლარით გაიზარდა და 4 270 000 ლარს შეადგენს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის დამატებით გამოყოფილი 3 მილიონ ლარამდე ჭვანას, ჩირუხისა და მაჭახელას „ეთნოსოფელის“ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება რეკრეაციული ადგილების მოვლისთვის.
9 296 300 ლარი დაიხარჯება ნარჩენების მართვის ობიექტისა და ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიისთვის 4 357 200 ლარი გამოიყო. 17 065 700 ლარს შეადგენს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება რომელიც მოიცავს: ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობას, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია, ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობას, ბათუმის სპორტული კომპლექსის დასრულებას, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებლობა, ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 646 972 ლარს შეადგენს ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 1 665 000 ლარი დაიხარჯება ტურისტული სერვისების განვითარების ბიუჯეტი 416 000 ლარს შეადგენს გაგრელდება მარკეტინგული აქტივოვები და რეგიონის პოპულარიზაცია საგზაო ინფრასტრუქტურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 მლნ ლარით გაიზარდა და 60 მლნ ლარს შეადგენს"-აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 9 826 500 ლარით გაიზარდა და 63 901 000 ლარს შეადგენს დამატებით აშენდება ახალი საჯარო სკოლები.
ჯამში, 2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე სახელოვნებო-სასპორტო დაწესებულების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება იზრდება.
⮚ სტუდენტთა დახმარება 400 000 ლარით გაიზარდა და 1400 000 ლარს შეადგენს
⮚ იზრდება სკოლების თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და შეადგენს 739 000 ლარს.
⮚ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება 386 400 ლარით გაიზარდა და 2 835 000 ლარს შეადგენს
⮚ გაორმაგდა თავისუფალი პროექტებისა და კულტურული აქტივობების დაფინასება სპორტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია 1 120 000 ლარით გაიზარდა და 4 080 200 ლარს შეადგენს 600 000 ლარით იზრდება სასპროტო სკოლის ბიუჯეტი, რაც ახალი სპორტკომპლექსის ფუნქციონირებას უკავშირდება.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 მლნ ლარი იქნება.
"გრძელდება ყველა დაგეგმილი პროგრამა და იზრდება გარკვეული პროგარმის დაფინანსებები.
3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის ● 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობა სიახლე - გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება ● 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა სიახლე - ყველა ორსულისთვის ტყვიის შემცველობის კვლევა ● 870 500 ლარი შშმ პირთა და ხანდაზმულთა საჭიროებებისთვის გამოიყო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით გაიზარდა და 18 900 900 ლარს შეადგენს ● 3 000 000 ლარით გაიზარდა პროგრამა - სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით და 3 982 300 ლარს შეადგინა ● გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მიწის უფასოდ დამუშავება, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება, სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობის განვითარება ● 1000 ცალი მოტო-ბლოკი თანადაფინანსებით გადაეცემათ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს ● გრძელდება მელიორაციის პროგრამა"-განმარტავენ მთავრობაში.
მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარს შეადგენს:
● ბათუმის მუნიციპალიტეტი - 28 766 800 ლარით გაიზარდა და 74 666 800 ლარს შეადგენს
● ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 12 286 400 ლარით გაიზარდა და ლარს 28 934 400 შეადგენს
● ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 3 301 800 ლარით გაიზარდა და 7 745 400 ლარს შეადგენს
● ქედის მუნიციპალიტეტი - 2 071 300 ლარით გაიზარდა და 5 971 300 ლარს შეადგენს
● შუახევის მუნიციპალიტეტი - 2 300 000 ლარით გაიზარდა და 6 700 000 ლარს შეადგენს
● ხულოს მუნიციპალიტეტი - 2 728 700 ლარით გაიზარდა და 7 068 700 ლარს შეადგენს