თურქეთი 1-ელი ივლისიდან „კომენდანტის საათს“ სრულად ხსნის, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
სახელმწიფო დაწესებულებები უბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ დროს. უქმდება ასაკობრივი შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობაზე“, - განაცხადა ერდოღანმა. 1-ელი ივნისიდან თურქეთის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათი“ 22:00-დან 05:00 საათამდე შეამცირა, კვირას კი სადღეღამისო კარანტინია.
კაფე-რესტორნებმა და სპორტდარბაზებმა მუშაობა განაახლეს, ნებადართულია ქორწილების გამართვაც.