24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს

21 ივნისი 2021, 16:05 6534 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

მათივე ცნობით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.

მოსალოდნელი უფრო მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს მთებში მოსალოდნელია ხანძრის კერების წარმოქმნა, მოსახლეობა ვალდებულია პიკნიკის დროს, არ დატოვოს ტყეში შუშის ნამსხვრევები, თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისგან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი