ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა

21 ივნისი 2021, 13:02 1072 ნახვა

37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა. მას სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე 6 თვის წინ დაუდგინდა.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოსტკოვიდურ პერიოდში დამძიმდა. რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

კობა ალხაზაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედია საშუალებაში მუშაობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი