ომბუდსმენი 20 ივნისის საქმეზე

19 ივნისი 2021, 12:30 1100 ნახვა

20-21 ივნისის საქმეზე,  სტრასბურგის სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში  მიღება სახალხო დამცველმა შეაფასა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს ფაქტი მისასალმებელია, მით უფრო როცა ამნისტიის შემდეგ დამატებითი გამოძიება არ ჩატარდება.

ომბუდსმენი ფიქრობს, რომ ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა და დაზარალებული პირების უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო ინსტანციის გამოყენება მნიშვნელოვანია. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სარჩელით 22 აქციის მონაწილე სტრასბურგს 20-21 ივნისის აქციის საქმეზე მიმართავს. ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და საქართველოს პროკურატურას ვიდეო მასალების გადაცემა მოსთხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი