ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

18 ივნისი 2021, 18:51 1037 ნახვა

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, 66 ათასი 800 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 234 საარჩევნო უბანი გაიხსნა 133 ქვეყანაშიც, სადაც საზღვარგარეთ მყოფი ირანელები ხმის მიცემას შეძლებენ. ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ჰამენეიმ არჩევნებში თავისი ხმა უკვე დააფიქსირა და მოსახლეობას მოუწოდა, იგივე გააკეთონ. გამოკითხვების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად იბრაჰიმ რაისი მიიჩნევა. რომელიც   ირანის მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი მეთაურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი