კატეგორიულად ვგმობ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.
„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს“, - აცხადებს ერდოღანი.
ერდოღანის თქმით, თურქეთი, გვერდში დაუდგება მეგობრულ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს.