დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა შეხვედრა ბობოყვათში მოქალაქეებსა და აჭარის ეკონომიკის მინისტრს შორის.
ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ ბობოყვათში არსებული მიწები მათი საკუთრებაა აუქციონის შეჩერებას ითხოვენ, რაზეც მინისტრი მათ პასუხობს, რომ მოქალაქეებმა მიწის დაკანონებისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტი საჯარო რეესტრს ვერ წარუდგინეს, შესაბამისად, აუქციონი ვერ შეჩერდება.