მეუფე იაკობსა და სახალხო დამცელს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შეხვედრა იყო კონსტრუქციული, მეუფე იაკობი პოზიტიურად იყო განწყობილი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ.
მისივე განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება ბავშვებისთვის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები.
"რაც შეეხება ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშებსაც აქვთ გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა, ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ მუშაობას."-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქვთ სრული თანხმობა, ბავშვების ინტერესებთან მიმართებით.
მისივე განცახდებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა შეეძლოს მონიტორინგის განხორციელება.
"მომავალი კვირის ბოლოს ერთად წავალთ პანსიონში, ვნახავ იქ არსებულ სიტუაციას, გავესაუბრები ბავშვებს, რომ ის დაძაბულობა რაც არის მოვხსნათ და ამის შემდეგ მივიღე პირობა, რომ შევძლებთ მონიტორინგის განხორციელების საშუალებას"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.