უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო არჩევანი გვექნება - ჯანდაცვის მინისტრი

17 ივნისი 2021, 10:24 1187 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო არჩევანი იქნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდვითარება საყურადღებოა.

''აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც “მოდერნაზე”, ასევე “ჯონსონ ჯონსონსა” და „ნოვოვაქსზე“. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი