აქცია ვაშლოვანში

16 ნოემბერი 2016, 00:00 3529 ნახვა

ხულოში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას აგრძელებს. ადგილობრივებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ხულოს ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მხოლოდ კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” კუთვნილ  ტექნიკას არ ატარებენ.  მოსახლეობა კომპანიის დირექტორთან ითხოვს შეხვედრას. ისინი კომპანიისგან გვირაბის მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.  მოსახლეობას გუშინ უკვე შეხვდა, თუმცა სატელევიზიო კომენტარს ამ დრომდე  არ აკეთებს  ხულოს გამგებელი. მისი ინფორმაციით, საკითხს დღის მეორე ნახევარში გამოეხმაურება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი