საპროტესტო აქცია ჟენევაში

16 ივნისი 2021, 13:50 1202 ნახვა

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინა დღეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ათობით მომხრემ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთში პოლიტპატიმრების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ დაგმეს მკაცრი რეპრესიები მათ მიმართ, ვინც პუტინის წინააღმდეგ გამოდის.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ევროპული და ამერიკული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს პუტინის ნიღაბი ეკეთა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში