დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდაცვალებულთა რიცხვი თანდათან შემცირდება.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება.
„მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალია და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, ამიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.