ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ილინოისში მდებარე ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში გაჩნდა, რომელსაც მოგვიანებით აფეთქებებიც მოჰყვა.
ინციდენტის დროს შენობაში 70 თანამშრომელი იმყოფებოდა, არიან დაშავებულები. ევაკუაცია გამოცხადდა ქარხნიდან 2 კილომეტრის რადიუსზე არსებული ობიექტებიდან.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.