ისპანის ჭაობის ტურისტული პოტენციალი

14 ივნისი 2021, 19:47 7430 ნახვა

ისპანი 1 და ისპანი 2 - ქობულეთის დაცული ტერიტორიების საკუთრებაა. უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც ძვ.წ IV და III საუკუნეებით თარიღდება.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. ისპანის ჭაობი,  ივლისში, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი