2022 წლის პირველ აპრილამდე ნინო წმინდის პანსიონი, სავარაუდოდ, განსხვავებული ფორმით გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ამ დროისთვის პანსიონში იმყოფება 23 ბავშვი და ადგილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ სოცმუშაკები. შეხვედრაზე ქვეყანაში ოჯახების გაძლიერებაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ალტერნატიული ზრუნვის ფორმები.