რა შედეგით დასრულდა ნამახვანჰესთან დაკავშირებული შეხვედრა?

12 ივნისი 2021, 19:51 1317 ნახვა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა თქვა, შეხვედრაზე შინაარსობრივ მხარეზე არ უმსჯელიათ, მხარეებმა განიხილეს ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც "რიონის ხეობის" მცველები სახელმწიფოსთან მედიაციის პროცესს დაიწყებდნენ.

"რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად დრო შემდეგ პარასკევამდე მისცეს. რაც შეეხება პირობებს, ხეობის მცველებს ორი პირობა ჰქონდათ, ხეობიდან ბარიკადების აღება და საპოლიციო ძალების გასვლა. ასევე ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოების შეჩერება რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, "პარასკევამდე დაელოდება ამ მოთხოვნების შესრულებას" და იმედს გამოთქვამს რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი