სამარშრუტო ტაქსების მძღოლების პროტესტი

11 ივნისი 2021, 19:53 1333 ნახვა

დაახლოებით ორი თვეა რაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა სამება, კვირიკე, წყავროკა, ზედა კონდიდი, ქვედა კვირიკე, , ალამბარი, ქვედა სამება-ს მიმართულებაზე არ მოძრაობს. როგორც შპს ქობულეთის ტრანს რეგულირების სამსახურში ამბობენ, აღნიშნული სამარშუტო ხაზები, არარენტაბელურად ითვლება, რადგან ამ მიმართულებებზე, მგზავრთა ნაკადმა ძალიან იკლო. მგზავრებს სოფლის ცენტრალურ გზამდე,  რამდენიმე კილომეტრის  გავლა, ტრანსპორტის გარეშე, ფეხით უხდებათ. ქობულეთის მერისთვის პრობლემა ნაცნობია, მირიან ქათამაძის განცხადებით საკითხის გადაჭრაზე თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი