36 დღიანი გაფიცვა დასრულდა. ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს „გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა მენეჯმენტთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. გაფიცულები ამბობენ, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდებათ და ორშაბათიდან განაახლებენ სამუშაო პროცესსს. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები შრომითი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.